“მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი” – პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს – ნონა მამულაშვილსა და გიორგი ხელაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. კამათის მიზეზი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის დაბარების საკითხი გახდა.

როგორც ჟურნალისტებს მამულაშვილმა განუცხადა, ხელაშვილის რეპლიკაზე პარლამენტის ეთიკის კომისიისგან რეაგირებას ითხოვს.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილმა დასვა კითხვა, რატომ არ მობრძანდება კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრი. ამაზე „ქართული ოცნების“ კლასიკური პასუხი იყო, რომ ჩვენ რეგლამენტის კითხვა არ ვიცით. მათგან შეურაცხყოფა ისეა, როგორც გამარჯობის თქმა. მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი, ერთ-ერთმა დეპუტატმა ხელი ამიქნია. ვუთხარი, რომ ასეთი ჟესტებით საუბარი ეთიკური არ არის. მან კი მომაძახა, რომ ვარ ნაბიჭვარი. ეთიკის კომიტეტის წევრი ვარ და შესაბამის რეაგირებას ვითხოვ“, – განაცხადა მამულაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები