ლევან ნიკოლეიშვილი: უვიცობისა და ტყუილის ბოლო გვირგვინი კი შერიფის არჩევის გამოცხადება იყო, ან კონსტიტუცია წაიკითხეთ, ან კანონი „პოლიციის შესახებ“
“მოიგებთ კი ამ მეორე ტურს? მგონი, ამათ შერიფი და შარიფი ერევათ ერთმანეთში და უნდა ეთქვა, მოგების შემთხვევაში შარიფს მოვიწვევთოო…არადა, ომარ შარიფიც გარდაცვლილია”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი სადაც აირჩევენ შერიფს.
ნიკოლეიშვილი დეკანოიძის წარდგენილ, მერის მოადგილეების კანდიდატებს განიხილავს და წერს, რომ მარტო “ნაცების” მიერ რეპრესირებული მამის შვილის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა რად ღირს, ასევე, ნინო ბურჯანაძე და ზურა ჯაფარიძე.
“შერიფი თუ შარიფიო? რაც მართალი, მართალია, კინაღამ წამომცდა მაგრები არიან ნაციონალები-თქო, რეალურად კი, მაგრად უბერავენ ნაციონალები. იუმორის დიდ ქალაქში, ქუთაისში რომ უკბილო ხუმრობადაც ვერ ჩათვლი, ზუსტად ეგრეა, რა. შერიფიო? ე.ი. ხატია დეკანოიძეს ჯერ არ მოუგია არჩევნები, მას კი ჰგონია, რომ მოიგო, ვიღაცამ უთხრა, ან თავს აჯერებს, რომ მეორე ტური თითქმის მოგებაა, მოადგილეები ხომ ჩამოირიგა კანფეტებივით, მარტო ანა ნაცვლიშვილი რად ღირდა, ნაცების მიერ რეპრესირებული მამის შვილი და „დამოუკიდებელი პარტიის“ ლელოს წევრი (ნაცების სატელიტი, პარტია, რომ აღმოჩნდა – ეს ვისაც არ სჯეროდა მათთვის!) მერე რა გამომსვლელები იყო სცენაზე მარტო 0% ქვემოთ რეიტინგის მქონე ნინო ბურჯანაძე, რად ღირდა, ან გირჩი ზურა ჯაფარიძე, ქართველი „პოლიტიკოსი“ შარვალ-კოსტიუმ-ჰალსტუხით და თავზე აშშ-ს საზღვაო ფლოტის კეპით თავზე და უვიცობისა და ტყუილის ბოლო გვირგვინი კი შერიფის არჩევის გამოცხადება იყო. ან კონსტიტუცია წაიკითხეთ, ან კანონი „პოლიციის შესახებ“ ან ვინ გეკითხებათ რას თამაშობთ (კინაღამ ვთქვი ჯერ მოიგეთ და მერე ილაპარაკეთ!), მოიგებთ კი ამ მეორე ტურს? მგონი, ამათ შერიფი და შარიფი ერევათ ერთმანეთში და უნდა ეთქვა, მოგების შემთხვევაში შარიფს მოვიწვევთოო…არადა, ომარ შარიფიც გარდაცვლილია…. p.s. აწ გარდაცვლილი ომარ შარფი, ცნობილი ეგვიპტელი მსახიობი უამრავ ჰოლივუდის ფილმშია გადაღებული ერთ-ერთი “მაკენას ოქროა”-იმ ფილმშია არის შარიფიც (მსახიობის გვარი) და შერიფიც მარშალიც(პერსონაჟები) და ასე შემდეგ. მოკლედ, კიდევ კარგი, მარშლის არჩევას არ გვთავაზობენ !”, – წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.