მიხეილ სარჯველაძე: 27 ოქტომბერს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდება, გასაზიარებელი მსჯელობა არ გახლავთ

“ეს არის საკუთარი მომხრეებისთვის მუხტის გაღვივების, მობილიზების ერთგვარი ხერხია, რაც მგონი, აბსოლუტურად ლეგიტიმურია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ხვალ დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, შეკრების მიზანი ძალის დემონსტრირება არ არის.

„ნუ გაუკეთებთ ამას ასეთ ინტერპრეტაციებს და ერთადერთ ახსნად ნუ მოვიხსენიებთ, რომ ეს არის ძალის დემონსტრირება. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით ეს არის,  რა თქმა უნდა, საკუთარი მომხრეებისთვის მუხტის გაღვივების, მობილიზების ერთგვარი ხერხი, რაც მგონი, აბსოლუტურად ლეგიტიმური, ნორმალური და სავსებით მისაღები აქტივობაა პოლიტიკური პარტიისთვის. წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდება, გასაზიარებელი მსჯელობა არ გახლავთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ხვალ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები