ირაკლი ღარიბაშვილი: დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

“დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

“ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა მასალა, ვაჩვენეთ საზოგადოებას, მათ შორის, თქვენც – ყველას, თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში, იქ აბსოლუტურად ყველანაირი პირობაა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურა არის ადგილზე მობილიზებული და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ სრულ მობილიზებას გავუკეთებთ. ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი, ყველა საჭირო აპარატურის, შესაბამისად, მე გარწმუნებთ, რომ რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები