თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით ჩატარდა.

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ქართულ-უკრაინულმა მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები; თანამშრომლობა სამრეწველო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში, ასევე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა სექტორებში. შეხვედრაზე ასევე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობა ევროინტეგრაციის ფარგლებში.

ამასთანავე, მხარეებმა განიხილეს საზღვრისპირა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები. გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსა და უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებისა და გააქტიურების მიმართულებით.

უკრაინულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება ყველა მიმართულებით.

სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ოქმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები