კახა კუჭავა: აგვისტოს ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აგვისტოს ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთი ოკუპანტად არის აღიარებული.

„ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად. რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირი მინიშნება არის და აღიარება იმ უფლებების დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ნებისმიერი კონტრ-სარჩელი, რომელიც შეიძლება მეორე მხარის მიერ იყოს წარმოჩენილი და შეტანილი, არ იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები