ირაკლი ქადაგიშვილი: თუ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვინმეს საგნობრივ-სამართლებრივი შენიშვნა გააჩნია, ამ შენიშვნის განხილვა უნდა მოხდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვინმეს საგნობრივ-სამართლებრივი შენიშვნა გააჩნია, ამ შენიშვნის განხილვა უნდა მოხდეს.

„თუკი ევროპარლამენტარებს ან სააკაშვილის ადვოკატებს სურთ, რომ მისი საქმე ევროსასამართლომ განიხილოს, მათ ევროსასამართლოს უნდა მიმართონ და იქედან შესაბამისი დასკვნა მიიღონ. მიდგომა, რომ სამართალი არ უნდა აღსრულდეს, ვიდრე ევროსასამართლოში რაიმე სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტა არ მოხდება, სამართლებრივი კუთხით არარელევანტურია. ეს არის პოლიტიკური შინაარსის განცხადება დაინტერესებული პოლიტიკური პირების მხრიდან. სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით განცხადების გაკეთების მსურველთა დეფიციტი არასდროს არის. თუ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვინმეს საგნობრივ-სამართლებრივი შენიშვნა გააჩნია, ამ შენიშვნის განხილვა უნდა მოხდეს. ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი გმირია და მისი დაკავება და მსჯავრის განხორციელება შეუძლებელია, რაკი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, პოლიტიკური და იდეოლოგიური შეტევაა, რომლის უკანაც არანაირი მყარი სამართლებრივი საფუძველი არ დგას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები