გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეების თქმით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად c ვიტამინი გაუკეთეს.

მათი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა გადახდილი აქვთ.

“ფეისბუქზე” იყო რეკლამა, რომ ხდება გრიპით ვაქცინაცია და წინასწარი დაჯავშნაა საჭირო, ამისთვის თანხა უნდა გადმორიცხო წინასწარ. განვახორციელე გადარიცხვა, ჩავეწერე და რომ მოვედი, უკვე დამხვდა ეს სიტუაცია – ხალხი ამბობდა, რომ 35 ადამიანია აცრილი და გაუკეთეს ც ვიტამინი”, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები