სავაჭრო პალატის ორგანიზებით, პროფესიული განათლების მიმართულებით ჩართულ ბიზნესსექტორთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით ჩართულ ბიზნეს სექტორთან ,,მიდეას ტრენინგ აკადემიაში“ შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება მისასლმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის გენერალურმა დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გახსნეს.
,,კერძო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება საუკეთესო საშუალებაა როგორც პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე, შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და პროფესიულ სტუდენტთა კარიერული პერსპექტივისათვის’’, – განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული პროგრამების მიმართულებით ჩართულმა კერძო ორგანიზაციებმა სხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროგრამების განხორციელების შედეგები, წარმატებული ქეისები და არსებული გამოწვევები გააცნეს. სავაჭრო პალატა აქტიურად არის ჩართული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სერვისის მიწოდებაში და ეხმარება ბიზნეს გახდნენ პროგრამის პროვაიდერები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.