დამასკოში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა
სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, ავტობუსში, რომელიც ქალაქის ცენტრში აფეთქდა, სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
გამოცემის ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.