იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა – გამოცხადებულია განგაშის მე-3 დონე

იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ამოიფრქვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანის ფერფლმა ჰაერში 3 500 მეტრს მიაღწია. შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 11:43-ზე მოხდა.

სააგენტომ ვულკანის გამო განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ მთას არ მიუახლოვდნენ.

მსხვერპლთა ან დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

აღნიშნულ მთაზე ვულკანი ბოლოს 2019 წელს ამოიფრქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები