დამასკოს ჭიშკართან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა

Palestinians clash with police during a protest at Damascus Gate in Jerusalem Old City on October 19, 2021. Photo by Jamal Awad/Flash90 *** Local Caption *** ????? ??????? ???? ??? ???????? ?????? ???? ?????? ????

იერუსალიმში, დამასკოს ჭიშკართან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

მათივე ცნობით,  პალესტინელებმა ქვები ჯერ ავტობუსს დაუშინეს, შემდეგ კი ადგილზე მისულ პოლიციელებს.

სამართალდამცავებმა აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია 10-მდე მომიტინგე.

მომხდარს გამოეხმაურა პალესტინური მედიაც. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ისრაელის პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ძალადობას მოჰყვა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები