NASA-ს მარსმავალმა უნიკალური ხმები ჩაწერა (ფოტო, ვიდეო)

NASA–ს მარსმავალმა – Perseverance–მა, შასიზე დამაგრებული სპეციალური მიკროფონის საშუალებით, ჩაწერა მარსის 5–საათიანი ქარი, ბორბლების ხმაური წითელი პლანეტის ზედაპირზე და ძრავების ხმები.

ამის შესახებ ინფორმაციას “ნასა”–ს პრესსამსახური ავრცელებს.

მარსიანულ ბგერებს აქვთ ძლიერი ბასის ვიბრაცია, რომლის მოსმენა შესაძლებელია ყურსასმენების საშუალებითაც კი.

ზოგიერთი ჩანაწერი მეცნიერებს ეუბნება პლანეტის ატმოსფეროში ცვლილებების შესახებ. სპეციალური მიკროფონები შედის MEDA ატმოსფერული ინსტრუმენტების ნაკრებში, რომელიც თვალყურს ადევნებს ჰაერში მცირე ცვლილებებს (“მიკროტურბულენტობა”).

MEDA–ს სენსორები ზომავს ქარის სიჩქარეს, წნევასა და ტემპერატურას 1-2 ჯერ / წმ. ზედიზედ ორი საათის განმავლობაში.

მიკროფონები ასევე მარსზე ხმის გავრცელების შესწავლის საშუალებას იძლევა. გამომდინარე იქედან, რომ პლანეტის ატმოსფერო დედამიწაზე ნაკლებად მკვრივია, მაღალი ბგერების მოსმენა უფრო რთულია.

მეცნიერთა თქმით, მარსზე ხმები გაცილებით შორს ვრცელდება, ვიდრე ეგონათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები