ლოიდ ოსტინი: დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტში დამნაშავე რუსეთია

აშშ–ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, “დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტში დამნაშავე რუსეთია”.

ამის შესახებ ოსტინმა კიევში, უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანთან ერთობლივ ბრიფინგზე თქვა.

“მოდით,
მკაფიოდ ვთქვათ, რომ ეს ომი რუსეთმა დაიწყო და სწორედ რუსეთია ის ქვა, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან მოგვარებას. მათ დაიწყეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა”, – განაცხადა ოსტინმა.

მან პირობა დადო, რომ რუსეთთან კონფლიქტში აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

”ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, განვავითაროთ მისი უნარი – დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და ხელშეუხებლობა”, – თქვა ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები