კრემლში რუსულის აღიარების სანაცვლოდ, უცხოური ვაქცინების “აღიარებას” არ გამორიცხავენ

რუსეთი მზად არის, ბაზარზე კოვიდ 19–ის საწინააღმდეგო უცხოური ვაქცინები დაუშვას იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნები, ორმხრივ საფუძველზე, აღიარებენ რუსულ ვაქცინებს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ასეთი ქმედება დასაშვებია მხოლოდ საერთო ფორმატში, ორმხრივ ფორმატში”,– განმარტა პესკოვმა.

ამასთან, პუტინის პრესმდივანმა თქვა, რომ რუსეთში უცხოური ვაქცინების არარსებობა აცრის კამპანიაზე არ ისახება.

“ვაქცინოფობია, რომელიც ზოგიერთ მოქალაქეს გააჩნია, არ უკავშირდება პრეპარატების მწარმოებლებს”,– თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები