ბრაზილიის პრეზიდენტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე აბაზანაში იკეტება და ტირის

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ მძიმე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებამდე აბაზანაში იკეტება და ტირის.

ამის შესახებ თავად ბოლსონარუმ ქალაქ ბრაზილიაში, ერთ–ერთ ეკლესიაში მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, – წერს Daily Mail-ი.

ამასთან, მან აღნიშნა, მისი ეს მდგომარეობა მეუღლეს არ უნახავს, რადგან მას “მაჩო”–ს უწოდებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლსონარუმ ეს განცხადება იმ დროს გაკეთა, როდესაც მისი ნდობის რეიტინგი 22%-მდე დაეცა, რაც უკავშირდება COVID-19–თან დაკავშირებულ ვითარებას, ინფლაციის მკვეთრ ზრდასა და უმუშევრობას.

გარდა ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტის მიმართ დაწყებულია სენატის გამოძიება, დამტკიცების შემთხვევაში, მას შესაძლოა, სისხლის სამართლის 11 ბრალდება წაუყენონ. აღნიშნული კი უკავშირდება იმას, რომ ბოლსონარუ ეწინააღმდეგება კორონავირუსულ ზომებს და თავად რამდენჯერმე არ დაუშვეს საზოგადოებრივ ადგილებში, რადგან ვაქცინირებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები