ჩეხეთის პრეზიდენტს უფლებამოსილების შესრულება არ შეუძლია – მთავრობის ფორმირება ფერხდება

ჩეხეთის პრეზიდენტს, მილოშ ზემანს, რომელიც უკვე ორი კვირაა, საავადმყოფოში მკურნალობს, უფლებამოსილების შესრულება არ შეუძლია.

ამის შესახებ ქვეყნის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილმა პრაღის სამხედრო ჰოსპიტლის მედიკოსების დასკვნაზე დაყრდნობით თქვა.

როგორც მან აღნიშნა, “ზემანის ჯანმრთელობის გრძელვადიანი პროგნოზი უკიდურესად გაურკვეველია და უახლოეს კვირებში მისი სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა  ნაკლებადსავარაუდოა”.

77 წლის ზემანის ზუსტი დიაგნოზი არ გახმაურებულა, მაგრამ ჩეხური მედია წერს, რომ ჰოსპიტალიზაცია შესაძლოა, ღვიძლის გამწვავებულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. პოლიტიკოსს აქვს დიაბეტი, ის ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთში პრეზიდენტის უფლებამოსილება, ძირითადად, ცერემონიალურ ხასიათს ატარებს, ზემანის ჰოსპიტალიზაცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მომენტს დაემთხვა – პრეზიდენტის არყოფნა ახალი მთავრობის ფორმირებას აფერხებს.

ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, აუცილებელია თუ არა პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცემა სახელმწიფოს სხვა წარმომადგენელზე, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი ასევე შეიძლება, იყოს დროებით ჩამოშორებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, რისთვისაც აუცილებელია პარლამენტის ორივე პალატის ხმების უმრავლესობის მოპოვება.

9 ოქტომბერს, ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნების ორდღიანი კენჭისყრა დასრულდა. ხმების დათვლის შედეგად გარკვა, რომ მოქმედი პრემიერის, ანდრეი ბაბიშის მოძრაობა ANO–მ მცირედი სხვაობით ოპოზიციურ გაერთიანება “ერთად”–თან წააგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები