ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კროეამ მორიგი სარაკეტო წვრთნები ჩაატარა, რომლის ფარგლებში იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ამის შესახებ სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედროებმა განაცხადეს.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კისიდამ სექტემბრიდან მოყოლებული რაკეტების გაშვების პროცესს “ძალიან სამწუხარო” უწოდა.

იაპონიის სახმელეთო დაცვამ ხომალდებისთვის გამარფთხილებელი ინსტრუქციები გამოუშვა. თუმცა, ამ დრომდე, რაკეტების ჩამოვარდნის ზუსტ ადგილზე არაფერია ცნობილი.

მომხდართან დაკავშირებით სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო დროს სარაკეტო წვრთნები გააქტიურა. ოქტომბერში ფხენიანში ახალი საზენიტო რაკეტის წარმატებით გამოცდაზე განაცხადეს, მანამდე კი, ჰიპერბგერითი რაკეტის შესახებ ამცნეს საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები