საბერძნეთისა და თურქეთის სანაპიროებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ხმელთაშუა ზღვაში, კრეტას კუნძულთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის–ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ირაკლიონიდან 308 კილომეტრის დაშორებით, 60 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ამასთანავე, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხრეთით 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები ანტალიის პროვინციის ქალაქ ქაშიდან 190 კილომეტრის დაშორებით, 36 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები