ვანო ზარდიაშვილი: “ტვ პირველზე” ჟურნალისტიკა მკვდარია, ჩვენს მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებენ

“TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ზე ჟურნალისტიკა, ფაქტობრივად, არის მკვდარი. აზრი არ აქვს, რას ეტყვი, რას უპასუხებ, რა მტკიცებულებებს წარუდგენ, ისინი მაინც უტიფრად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებენ. ამას ჰქვია “მედია დიქტატურა”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი “ტვ პირველზე” გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი და მისი ოჯახის ქონებას ეხებოდა.

“TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ზე ჟურნალისტიკა, ფაქტობრივად, არის მკვდარი. აზრი არ აქვს, რას ეტყვი, რას უპასუხებ, რა მტკიცებულებებს წარუდგენ, ისინი მაინც უტიფრად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებენ. ამას ჰქვია “მედია დიქტატურა”.

პაპის, მამის, ჩემი და მთლიანი ოჯახის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ჩემს ოჯახს გააჩნია ბინა და სხვა მოძრავი თუ უძრავი ქონება, რაც სრულად დეკლარირებულია. საჯარო რეესტრის ამონაწერებში წლებია, აბსოლუტური სიზუსტით არის ასახული ყველაფერი და წარმოუდგენელი თავხედობით ისინი ამას “გადამალულს” უწოდებენ.

გარდა ამისა, ჩემს ქონებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადავუგზავნი ექსპერტს, ქალბატონ Ketevan Enukidze-ს და სახალხო დამცველს, ქალბატონ Nino Lomjaria-ს შესასწავლად და თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას ან ექსპერტს ექნება სურვილი – მათაც გადავუგზავნი, რომ დასრულდეს მელაძის, მაღრაძის და ძმანი მათის უტიფარი სპეკულაცია და ვაი ჟურნალისტური და ფიქტიური გამოძიება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ მარტივად გადამოწმებად ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის უტიფარი ტყუილი და რა – სიმართლე, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია:

1. მცხეთის ბინა (ტყუილია, არ არსებობს);
2. რუხი კარდინალი (ტყუილია, სავარაუდოდ ალექსანდრ დიუმას შთაგონებით გაჟღენთილი მელაძის ფანტაზიაა);
3. საბუთები არ მომაწოდა (ტყუილია, ფაქტს ავტვირთავ);
4. დედისგან მამაზე ფულის გადაცემა არ დასტურდება (ტყუილია და ეს გზავნილებშიც ნათლად ჩანს);
5. გადამალული ქონება (ტყუილია, საჯარო რეესტრის ამონაწერებში აბსოლუტური სიზუსტით ჩანს ყველაფერი);
6. სესხის გარეშე იყიდა (ტყუილია, 300 ათასი ლარი მაქვს სესხი და ეს ინფორმაციაც გადაგზავნილი მაქვს);
7. საჯარო მოხელეა (ტყუილია, 2019 წლის შემდეგ საჯარო მოსამსახურე აღარ ვარ);
8. შპს „ენერგოტრანსში“ მუშაობს (ტყუილია, ეს კომპანია ერთი წელია უკვე აღარ არსებობს );
9. სასამართლოში საქმეებს ვალაგებ (უკვე ძალიან გაცვეთილი ტყუილია );
10. იტალიელი დიზაინერის მიერ გაკეთებული რემონტი (ტყუილია);
11. ბამბუკის პარკეტი (ტყუილია, პანდამ შემიჭამა )
12. 60%-ით შემცირებულ ფასად იყიდა (ტყუილია, ელემენტარული მათემათიკის ცოდნაც კი საკმარისია სიმართლის დასადგენად);
13. რამდენიმ თვეა ბინა იყიდა (ტყუილია, წელიწადზე მეტი ხნის ნასყიდობაა);
14. ბინის ყიდვა, როგორც „ნიუსი“ (ტყუილია, სამი წლის წინანდელი ფაქტია);
15. ცემენტი მაგნატმა გარიგების სანაცვლოდ იაფად მომყიდა (ტყუილია, საერთოდ არ ვიცნობ ამ პიროვნებას);
16. „არქის“ დამალული ბინა (ტყუილია, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საკუთრებაში იყო);
17. სახელმწიფოს გადასახადები დაუმალა (ტყუილია, საგადასახადო სისტემის აზრზე მყოფ პირს ამაზე გაეცინება)
18. ცოლის დაქალებზე ბინის გაფორმება (ტყუილია, ალბათ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გავლენაა);
19. მამუკა მდინარაძის ხსენება სიუჟეტში (საერთოდ ახალი ჟანრია თაღლითური ჟურნალისტიკის );
20. სამსახურში თითქმის არ დადის (ტყუილია, კომპანიის ორი ათასამდე თანამშრომელი დაადასტურებს);
21. ემიგრანტები ბინას არ ყიდულობენ (ტყუილია, ეს საზოგადოებისთვის ისედაც ნათელია და ნეტავ, ერთი კი არა 10 ბინის ყიდვაც შეძლონ;
22. ბინის ყიდვის შესახებ ინფორმაცია (მშობლების მიერ 3 წლის წინ ბინის შეძენის ფაქტი ნამდვილად სწორია).

პ.ს. მოკლედ, ერთ პატარა სიუჟეტში 21 დაუდასტურებადი უტიფარი ტყუილია და ეს არის ჟურნალისტიკა და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდება? სად არის სიმართლე და სად ფაქტების ფალსიფიკაცია და საზოგადოებისთვის თვალში ნაცარის შეყრა, დასკვნა თქვენთვის მომინდია.

რაც შეეხება ჩემს ქმედებას, მე ამ ტყუილზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ და აუცილებლად მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და სხვა შესაბამის ორგანოებს. შევხვდებით შესაბამის ფორმატში!”, – წერს ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები