ერაყის სპეცსამსახურებმა ცნობილი ტერორისტი დააკავეს
ერაყის სპეცსამსახურებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი, ღაზვან ალ-ზავბაე დააკავეს. ის 2016 წელს ბაღდადში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად მიიჩნევა. ინფორმაციას სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს.
ერაყის პრემიერმინისტრის, მუსტაფა ალ-კადიმის ცნობით, ტერორისტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული ოპერაციის შედეგად აიყვანეს.
პრემიერს არ დაუკონკრეტებია, სად დააკავეს ეჭვმიტანილი. ოპერაცია, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობით ჩატარდა. 2016 წელს მომხდარ ტერაქტს ბაღდადში 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.