საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს მკაფიო პერსპექტივა სჭირდებათ.
არ უნდა შევაკავოთ ისინი, ვისაც სურს და მზად არის, უფრო სწარაფად იაროს წინ. საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
#Lithuania🇱🇹 stands for a clear perspective for #EaP, and especially Associated-Trio countries🇺🇦🇬🇪🇲🇩!#More4More is a well-established principle of this policy. It is now high time to implement it in practice!#Art49 #StrongerTogether https://t.co/tLn5JAbbY1
— LT_OSCE (@LT_OSCE) October 18, 2021