ევროპის მარეგულირებელმა Pfizer–ით 5–დან 11 წლამდე ბავშვების აცრის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო

ევროპის წამლების მარეგულირებელმა(ЕМА) 5–დან 11 წლამდე ბავშვების, კორონავირუსისგან ვაქცინაციის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო. მარეგულირებელი Pfizer/BioNTech–ის შესაბამის განაცხადს შეისწავლის.

ამის შესახებ ЕМА–ის განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მარეგულირებელს რამდენიმე თვე დასჭირდება, ამის შემდეგ გადაწყვეტილება საბოლოო დამტკიცებისთვის ევროკომისიას გადაეგზავნება.

ამჟამად, Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა ევროკავშირის სივრცეში გამოსაყენებლად ნებადართულია 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები