ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის სოკოტოს შტატში შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული წლის განმავლობაში, შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში უამრავი ადამიანი მოკლეს და ასობით მოქალაქე გაიტაცეს.

10 ოქტომბერს ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში, სოკოტოს შტატში, შეიარაღებული პირები ბაზრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს და ავტომობილები დაწვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები