კულება: ნატო–ში უკრაინის გაწევრიანებაზე რუსეთის აზრი არ გვაინტერესებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, ნატო–ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკაშირებით კიევს მოსკოვის აზრი არ აინტერესებს.

ამის შესახებ კულებამ დიმიტრი პესკოვის სიტყვების კომენტირებისას თქვა.

ფრანგ ჟურნალისტებთან საუბარში ფილმში – “ვლადიმერ პუტინი: თამაშის ბატონი”, რომელიც 17 ოქტომბერს France 5–ის ეთერში გავიდა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ “ნატო–ში უკრაინის გაწევრიანება იქნება ყველაზე ცუდი სცენარი. ეს არის სცენარი, რომელიც სცილდება რუსეთის ეროვნული ინტერესების “წითელ ხაზებს”. ეს ის სცენარია, რომელმაც შეიძლება, აიძულოს რუსეთი, მიიღოს აქტიური ზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”,

საპასუხოდ, კულებამ თქვა – “ჩვენ არ გვაინტერესებს რუსეთის ფედერაციის აზრი უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ დისკუსიაში რუსეთს ხმის მიცემის უფლება არ აქვს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები