ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე, შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს
“ამ ეტაპზე, შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით ლოკალური მენეჯმენტი და მყისიერი რეაგირებაა მნიშვნელოვანი.
„შეზღუდვებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინიციატივები არ გვაქვს. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, ხდება კლასებისა და სკოლების დახურვა. ვთვლი, რომ ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამის საშუალებით თავი ავარიდოთ გლობალურ ჩაკეტვებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.