სექტემბერში საქართველოს 226 662 ვიზიტორი ესტუმრა

2021 წლის სექტემბერში საქართველოში 226 662 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 348.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 92 437 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 131 594, საზღვაო გზით – 646 და სარკინიგზო გზით – 1 985.

კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: რუსეთი – 33 139 ვიზიტორი, თურქეთი – 32 281 ვიზიტორი, უკრაინა – 22 972 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 21 322 ვიზიტორი, სომხეთი – 18 158 ვიზიტორი, ბელარუსი – 11 858 ვიზიტორი; ყაზახეთი – 10 930 ვიზიტორი; საუდის არაბეთი – 9 338 ვიზიტორი; აზერბაიჯანი – 8 726 ვიზიტორი; ისრაელი – 7 869 ვიზიტორი; პოლონეთი – 7 029 ვიზიტორი; უზბეკეთი – 4 374 ვიზიტორი; გერმანია – 3 896 ვიზიტორი; აშშ – 2 833 ვიზიტორი; ქუვეითი – 2 617 ვიზიტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები