“თბილისში მოკლული ქალის მცირეწლოვანი შვილი ძიძასთანაა” – ახალი დეტალები

თბილისში მოკლულ 30 წლამდე ქალს, რომელიც გუშინ გვიან ღამით სახლში ჩაცხრილეს, მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

“ამბობენ, რუსი იყოო. გუშინ გვიან იყვნენ, პოლიციას არ გამოვუკითხივართ. შვილთან ერთად ცხოვრობდა, 3 წლის ბავშვი ჰყოლია. ძიძასთან არისო, გამყიდველმა მითხრა. ახლა გავედი, გუშინ შემეშინდა, ეს ხმა რომ გავიგე”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ დაახლოებით ღამის პირველ საათზე 5-ჯერ მიჯრით გასროლის ხმა გაიგეს.

მათივე თქმით, სროლამდე ხმაურისა და ყვირილის ხმა ესმოდათ.

გაზაფხულის 23 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები