ჯუანშერ ბურჭულაძე: ლოიდ ოსტინის ვიზიტი ისტორიულია და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ

“დღეს დაიწყო მაღალი დონის ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელი კოლეგის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც სტრატეგიული გეგმები და მომავალი თანამშრომლობა იქნება განხილული.

„ჩვენ ხელს მოვაწერთ ურთიერთანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების დოკუმენტს. ასევე ჩვენ მოვინახულებთ ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. ლოიდ ოსტინის ვიზიტი ისტორიულია და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები