დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 911 877 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %.
“სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.5%.
16 ოქტომბერს აიცრა 4 681 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.