“ ტვ პირველმა გადამოწმების გარეშე უჩვენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ფოტო როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი” – გიორგი თუხარელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი გიორგი თუხარელი სოციალურ ქსელში ტვ პირველის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ წერს. როგორც თუხარელი აღნიშნავს, ტვ პირველმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გადამოწმების გარეშე, ბიზნესმენად მოიხსენია.

 

“რა არის დეზინფორმაცია?
დეზინფორმაცია – ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც განგებ არის შექმნილი/გავრცელებული და მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს კონკრეტულ პიროვნებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს.

რა არის შეცდომა?
ალბათ ჩვეულებრივი ამბავი, რომელზეც წესით უნდა თქვა რომ შეგეშალა და ბოდიში მოიხადო…

რა გააკეთა ტვ პირველმა ?
გამოიძია, დაადგინა და მოსახლეობას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე უჩვენა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ფოტო როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის შესახებაც სავარაუდოდ ამზადებენ სიუჟეტს და რომელიც როგორც თავად ამბობენ გვერდიდან არ მოშორებია ადგილზე მყოფ პირებს.
დიახ, არ ცდება არც ნოდარი და არც მისი გუნდი, თემურ მღებრიშვილი გვერდიდან არ მოცილებია არც მინისტრს და არც იქ მყოფ მაშველებს საძიებო სამაშველო ღონისძიების დროს.
დიახ, თემურ მღებრიშვილი თითქმის 30 საათის განმავლობაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე იყო ამხნევებდა და ხელმძღვანელობას უწევდა მათ.
და ისე უტიფრად , ყოველგვარი ბოდიშის გარეშე ვითომც არაფერი, გადაცემის ანონსში შეიცვალა ფოტო რამდენიმე საათის შემდეგ – რას ნიშნავს ეს? მიზან მიმართული თუ არ არის ბოდიში მაინც მოიხადე, ან რამე თქვი რომ შეგეშალა.. კაი რა, კაი რა ნოდარ…”,- წერს თუხარელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები