დავით არახამია – მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის

მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია! მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის!“, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გაუშვეს.

არახამია მოითხოვს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

„მე დავით არახამია, პრეზიდენტის პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამ ვიდეოს ვწერ, რათა რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო! მოვითხოვ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე მიღწევები და კაპიტალური მშენებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია! მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის“, – აღნიშნავს დავით არახამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები