ბიძინა გიორგობიანი: ფაქტია, რომ ხალხი არ ჰყავთ, მთელი საქართველოდან რაც მოაგროვეს, ნაცების აქტივი + “ჰონორარბაზისზე” მომიტინგე პუბლიკაა

ფაქტია, რომ ხალხი არ ჰყავთ, მთელი საქართველოდან, რაც მოაგროვეს, ნაცების აქტივი + ჰონორარბაზისზე მომიტინგე პუბლიკაა – ასე გამოეხმაურა სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას.

როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს საინტერესოა, როგორ გროვდება მათ საარჩევნო ყულაბაში, ნახევარი მილიონი ხმა და რა სოციალური ჯგუფები მონაწილეობენ მათ აქციაში.

„ფაქტია, რომ ხალხი არ ჰყავთ, მთელი საქართველოდან რაც მოაგროვეს, ესაა ნაცების აქტივი+ჰონორარბაზისზე მომიტინგე პუბლიკა, მაგრამ აქ ორი საკითხია მთავარი, რომელიც თავშეყრილ რაოდენობაზე მნიშვნელოვანია, კერძოდ;
1. როგორ გროვდება მათ საარჩევნო ყულაბაში, ნახევარი მილიონი ხმა?
2. რა სოციალური ჯგუფები მონაწილეობენ მათ აქციაში და რა მოტივაცია ამოძრავებს მათ?“ – წერს ბიძინა გიორგობიანი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები