ხათუნა ხოფერია: აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. იგი შეეცადა ჰარვარდის უნივერსიტეტის მეთოდოლოგიით დაეთვალა, რამდენი ადამიანია შეკრებილი თავისუფლების მოედანზე.

„მოედნის ფართობი არის 10 601 კვ.მ. 1 მ. კვ-ზე ეტევა 3 ადამიანი, ხალვათობის შემთხვევაში კი 1 ადამიანი.
აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი –  პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ხოფერია აღნიშნავს,  10601 x 1,5 =15 901,5 ადამიანს,  ვინაიდან არც სიხალვათეა და არც გადაძეძგილობა, 1 მ.კვ-ზე ერთ ნახევარი კაცი უნდა ვიანგარიშოთ.

„მოკლედ!!!!…. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეთოდოლოგიით თუ ვიხელმძღვანელებთ და დავთვლით თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ასეთი სურათი იქმნება:
1. მოედნის ფართობი არის 10 601 კვ.მ.
2. 1 კვ.მ-ზე ეტევა ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება სიმჭიდროვის მიხედვით.. ანუ, გაძეძგვილი და ნემსის ჩასაგდები ადგილის არარსებობის შემთხვევაში, 1 მ. კვ-ზე ეტევა 3 ადამიანი, ხალვათობის შემთხვევაში კი 1 ადამიანი.
3. მოედნის შუაგულში არსებულ წმ. გიორგის მონუმენტს უჭირავს 500 მ.კვ. ფართობი.
ახლა დასხედით, აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია -აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი…)))) ისე, მაინც დაგიწერთ: 10601 x 1,5 =15 901,5 ადამიანი… (მოკლედ, რას ნიშნავს 1,5… ვინაიდან არც სიხალვათეა და არც გადაძეზგილობა, 1 მ.კვ-ზე ერთ ნახევარი კაცი ვიანგარიშოთ)…

წაით, ახლა, სახლში და კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რა გჭირთ!
მადლობა ჩემ თბილისს, რომ არ გავიდა ამ ბერიკაობაზე!“ – წერს ხათუნა ხოფერია “Facebook”- ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები