ტედროს გებრეისუსი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს.

„საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის პატივი მქონდა. ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა საქართველოში კორონავირუსის მდგომარეობის, ვაქცინაციის ძალისხმევისა და ვაქცინაციის გავლასთან დაკავშირებით ყოყმანის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოში ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობებისა და პანდემიის შეთანხმების შესახებ. ჯანმო მზადაა, საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს“, – წერს გებრეისუსი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები