პენიტენციური სამსახური: N17 დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე, ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა

N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს.

“როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება, ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი, დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აქვე განვმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და, შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები