მოქალაქეები, სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში მიმავალ ავტოკოლონებს სხვადასხვა ქალაქებში ცოცხებით ხვდებოდნენ (ფოტოკოლაჟი)

თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მომავალი ავტოკოლონები მოქალაქეებმა ცოცხების კორიდორში გაატარეს. კონტრაქცია ყველა იმ ქალაქში მოეწყო, საიდანაც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები დედაქალაქისკენ გამოემართნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 18:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობა” თავისუფლების მოედანზე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას აწყობს და პარტაქტივი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები