მიხეილ სარჯველაძე: შევთანხმდით, რა ფორმატით ვიმუშავებთ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამორიცხული იყოს ყოველგვარი სპეკულაცია

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მისამართით რამე საყვედური, ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევის კუთხით, არ არსებობს.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რა ფორმატით იმუშავებენ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია

„ამ დროისთვის სწორად ეს იყო ჩვენი ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ შევთანხმებულიყავით იმ მექანიზმებზე, რითაც ეს გაკონტროლდება. ამ მონაცემებით, საფუძველს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ რაიმე ბრალდება იქნას წაყენებული, ან რაიმე საყვედური იქნას თქმული პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს მიმართ. ყველა სტანდარტი და უფლება, რომელიც არის მოქმედი კანონდებლობით და თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული, დაცულია და რაიმე საპირისპიროს დასაბუთების საფუძველი ობიექტურად არ მოიპოვება.

მომავალშიც გაგრძელდება და სწორად ამაზე შევთანხმდით, რა ფორმატით ვიმუშავებთ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამორიცხული იყოს ყოველგვარი სპეკულაცია.

პერსონალური მონაცემები ზოგადად, ეს არის სტანდარტი, ყველას ევალება, რომ დაცული იყოს. შესაბამისად, ამ კუთხითაც გვქონდა საუბარი. გვაქვს რეალური გეგმა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება სამომავლოდ პრევენცია ასეთი სამართლებრივი დარღვევების“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები