ხაშურიდან მცხეთის მიმართულებით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა – მანქანა დალუქულია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ხაშურის მუნიციპალიტეტიდან მცხეთის მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ პირველადი გადამუშავების პროდუქტის – 1,3 მ3 ძელაკისა და 0,9 მ3 ფიცრის უკანონო ტრანსპორტირება, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა.
შედგა შესაბამისი აქტი. ავტომანქანა დაილუქა.”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები