გერმანიაში ძებნილი ქართველი პოლონეთის საზღვარზე დააკავეს

პოლონეთში, სილეზია-მალაპოლსკის სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გერმანიაში ძებნილი ქართველი დააკავეს.

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე კატოვიც-პირზოვიცის აეროპორტში პასპორტის შემოწმებისას დააკავეს.
როგორც ირკვევა, ქართველი გერმანიაში ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის იძებნებოდა და ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები