ბათუმში ტრაგედიის დროს გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს

ბათუმში ტრაგედიის დროს გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მიმდინარეობდა.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმაც.

ტრაგედია ბათუმში 8 ოქტომბერს მოხდა. 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებიდან მაშველებმა 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 7 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გადარჩენილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე, თუმცა, სტაბილურია.

მომხდარს შს სამინისტრო იძიებს. დაკავებულია 3 პირი, ერთი იმ ბინის მგლობელია, სადაც სარემოტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც, წინასწარი მონაცემებით, ნგრევა გამოიწვია, ასევე, 2 მუშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები