ზაალ უდუმაშვილი: 14 ოქტომბრის აქცია ყველა იმ ადამიანისაა, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული
“14 ოქტომბრის აქცია არ არის კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“, ეს აქცია ყველა იმ ადამიანისაა, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული, მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში უკანონოდ იმყოფება.
„14 ოქტომბრის აქცია არ არის კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“, ეს აქცია ყველა იმ ადამიანისაა, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული, მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ის უკანონო პატიმარია ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ ნამდვილად არ ვუყურებთ ასე, რომელი პარტია მოვა ან რომელი პარტია არ მოვა ამ აქციაზე. ჩვენ ველოდებით საქართველოს მოსახლეობას, მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის საპატიმრო დაწესებულებაში, ის უნდა გათავისუფლდეს. ოპოზიციის ერთიანობა ყოველთვის კარგია, თუმცა ბუნებრივია, ყველა პარტიას გააჩნია თავისი დღის წესრიგი და თვითონ ირჩევს გზას, რომელსაც უნდა გაყვეს, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს არის კონკრეტული პარტიული აქცია, ეს არის საყოველთაო აქცია და ამაში დარწმუნდება ყველა 14 ოქტომბერს, როდესაც დაინახავს ხალხის რაოდენობას, რომელიც გამოვა რუსთაველზე. მე პირადად ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება – ისეთი, რომელსაც არ შემოუხაზავს ხუთიანი არასდროს და არც აპირებს მომავალში შემოხაზოს და ამ აქციაზე მოდის, რადგან თვლის, რომ უკანონობაა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.