დევი ტაბიძე – ეპიდვითარებაზე: აუცილებლად გვექნება კიდევ ერთი პიკი, ამ ყველაფრის შეჩერება ვაქცინაციის გარეშე ძალიან რთული იქნება
“ძალიან დიდი აფეთქების წინაშე ვართ”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოსავალი ვაქცინაციაა.
“ჩვენ აუცილებლად გვექნება კიდევ ერთი პიკი, ამ ყველაფრის შეჩერება კი ძალიან რთული იქნება, თუკი მოსახლეობა ვაქცინირებული არ იქნება. დღეს რაღაც სახალხო პროტესტს უცხადებენ ვაქცინას, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ მილიონამდე ადამიანი აიცრას. ჩვენ ძალიან დიდი აფეთქების წინაშე ვართ. პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ორჯერადად აცრილს დამემართა კორონავირუსი და ათიათასჯერ მსუბუქად გადავიტანე, ამიტომ, მადლობელი ვარ იმის, რომ ავიცერი. ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაზე ცუდი შეიძლება, მოხდეს ის, რომ შესაძლოა, გარდაცვალების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდოს”, – აცხადებს ტაბიძე.