ფილიპინებზე ციკლონს მსხვერპლი მოყვა

ციკლონს, რომელიც ფილიპინებს დაატყდა თავს, მსხვერპლი მოყვა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, „კომპასუს“ მიერ გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ფილიპინებზე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაკარგულად მიიჩნევა.

როგორც მედია ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოზე დაყრდნობით წერს, ციკლონით გამოწვეული ქარის სიძლიერე საათში 100 კილომეტრს აღწევს. ხელისუფლების განცხადებით, სახიფათო ზონებიდან ევაკუირებულია 1 600-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები