სააკაშვილის საქმის პროკურორი – მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე მოხდეს პრეზიდენტის გამოკითხვა, არავითარი პროცესის გაჭიანურება არ ხდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის ჯარჯიწიკლაურის განცხადებით, ექსპრეზიდენტის გამოკითხვის ვადებთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყება გონივრული ვადის სტანდარტით ხელმძღვანელობს, რადგანსისხლის სამართლის პროცესით არ არის განსაზღვრული რა ვადაში უნდა გამოიკითხოსპრეზიდენტი კონკრეტულ საქმეზე.
მისივე თქმით, მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტისგამოიკითხოს და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა იგეგმება.
„კონკრეტული ვადა სისხლის სამართლის პროცესით არაა განსაზღვრული, რა ვადაშიუნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი კონკრეტულ საქმეზე, თუმცა ჩვენ ასეთ შემთხვევაშიგონივრული ვადებით ვხელმძღვანელობთ – გონივრული ვადის სტანდარტით. ბუნებრივია, დაიგეგმება და უკვე მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე მოხდეს პრეზიდენტისგამოკითხვა, თუმცა, ეს როდის შეიძლება მოხდეს, ან მას რა პოზიცია ექნება, მიაწვდისთუ არა გამოძიებას ინფორმაციას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, თუმცა შემიძლიაგითხრათ, რომ იგეგმება, მაგრამ კონკრეტულ ვადას და თარიღს ბუნებრივია, ახლა ვერგეტყვით”, – განაცხადა პროკურორმა.
მან ასევე უპასუხა მიხეილ სააკაშვილისუფლებადამცველების პოზიციასთანდაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც, პროცესების გაჭიანურება განგებხდება, რომ სააკაშვილს საჯაროდ გამოსვლის საშუალება არ მიეცეს, პროკურორმააღნიშნა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება მარტივი მიზეზის გამო:
„მაგალითად, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო ბევრად უფროადრე, წინმსწრებად, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მოხდებოდა. სანამდააკავებდნენ პრეზიდენტს, მანამდე უკვე განსაზღვრული იყო განრიგი პროცესების. მნიშვნელოვანი იცით რა არის? დაცვის ადვოკატებთან შეთანხმებით და მათისურვილით მოხდა მათ შორის განრიგის გაწერა. დღეს რომ იძახიან შეგნებულადგაჭიანურდა პროცესებიო, მათ კარგად იციან, რომ მათთან შეთანხმებით, წინასწარ იყოეს თარიღები ჩანიშნული. არავითარი პროცესის გაჭიანურება არ ხდება. დადგენილია ისკონკრეტული თარიღი, როცა უნდა ჩატარდეს ეს პროცესი და იმ თარიღში ჩატარდება, ბუნებრივია”, – განაცხადა მან.