სააკაშვილის საქმის პროკურორი განმარტავს, როდის გამოიკითხება მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, პროცედურებს როდის გამოიკითხება მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე.

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, გამოძიება სააკაშვილის გამოკითხვის თაობაზე გადაწყვეტილებას სტრატეგიულად იღებს.

პროკურორის თქმით, საგამოძიებო ორგანო ქრონოლოგიურად მიყვება და საქმეზე აუცილებლად ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური და ამომწურავი საგამოძიებო მოქმედებები.

„გამოძიება მიმდინარეობს, როგორც დანაშაულის დაფარვის მუხლით, ასევე საზღვრის უკანონო კვეთისას, მიგრანტის უკანონო გადმოყვანისას სათანადო პირობების შექმნის მუხლით, რაც გულისხმობს, რომ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება და ყველა გარემოება უნდა შეფასდეს ვინ, რა ფორმით, როდის შეუწყო ხელი ძებნილი, მსჯავრდებულის შეფარებას და შემდეგ, რა თქმა უდნა, სათანადო პირობების შექმნას.

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას და მასთან სხვა საგამოძიებო – საპროცესო მოქმედებებს, საგამოძიებო ორგანო თავად წყვეტს სტრატეგიულად, საქმის, გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე, როდის რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდეს. შესაბამისად, ქრონოლოგიურად მივყვებით და აუცილებლად აღნიშნულ საქმეზე ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური და ამავდროულად ამომწურავი საგამოძიებო მოქმედებები, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებას ეცნობება“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები