ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ტრაგედია მოხდა, ძნელია – სიტყვებით გამოვხატო განცდა, რომელიც ჩვენ, ყველას გვაქვს

“ძნელია, სიტყვებით გამოვხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ, ყველას გვაქვს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული ადამიანების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

“კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო. ძნელია, სიტყვებით გამოვხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ, ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები