ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარია, ახლა დაზარალებულ ოჯახებს გავუწიოთ დახმარება

“სამშენებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ამ საკითხზეც გაგრძელდება მუშაობა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევაა.

“დაზარალებულ ოჯახებს ფულადი კომპენსაციები გადაეცემათ. სამშენებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ამ საკითხზეც გაგრძელდება მუშაობა. სამართალდამცველებმა დააკავეს მომხდართან დაკავშირებით პირები. მთავარია, ახლა დაზარალებულ ოჯახებს გავუწიოთ დახმარება”, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები