ადვოკატი – სააკაშვილზე: თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ამის შესახებ ინფორმაცია, ესეც შეწყვიტა
“თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ამის შესახებ ინფორმაცია, ესეც შეწყვიტა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, გიორგი გელხაური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისთვის დამაკმაყოფილებელია.
“უარს აცხადებს ექიმების ჩართულობაზე. თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ამის შესახებ ინფორმაცია, ესეც შეწყვიტა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დღეისთვის დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა გელხაურმა.