სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შვილები მივიდნენ
სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შვილები მივიდნენ. მათ დღეს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა მამას შეხვდნენ. ამ დროისათვის მესამე პრეზიდენტთან მისი ადვოკატები ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია და გიორგი გელხაური იმყოფებიან.
ისინი მე-12 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.